Belive

ესპანეთი - ჩრდილოეთ ირლანდიის (U21) მატჩში საოცარი სტატისტიკა დაფიქსირდა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
21-წლამდელებს შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფის მატჩში სენსაცია დაფიქსირდა - ალბასეტეში ესპანეთის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და მოულოდნელი მარცხი იწვნია. ესპანელებს ამ მატჩამდე ჯგუფში შვიდიდან  შვიდივე მატჩი მოგებული ჰქონდათ და თითქოს არც ჩრდ. ირლანდიელებთან უნდა ჰქონოდათ პრობლემა, თუმცა საბოლოოდ ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. ესპანელებს მთელი მატჩის განმავლობაში საოცარი უიღბლობა სდევდათ თან - მათ 43-ჯერ (!!!) დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, თუმცა ბურთმა კარის ხაზი მხოლოდ 92-ე წუთზე გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ბორხა მაიორალმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო. გარდა ამისა, ესპანელებმა 22 (!!!) კუთხური მოაწოდეს, ჩრდ. ირლანდიელებმა კი არცერთი. ასევე გამოსაყოფია ის ფაქტიც, რომ ჩრდილო ირლანდიელებმა 90 წუთის მანძილზე სულ სამჯერ დაარტყეს, სამივეჯერ კარში და აქედან ორჯერ გატანილი გოლიც იზეიმეს.  

სხვა სტატიები