Belive

ესპანეთის პოლიცია ბუნდესლიგის ფეხბურთელს 18 წლის გოგოს გაუპატიურებაში სდებს ბრალს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის პოლიციამ კუნძულ იბიცაზე ,,შტუტგარტის'' ფეხბურთელი - ატაკან კარაზორი 18 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გერმანულმა კლუბმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ მათი ფეხბურთელი ესპანეთში დააკავეს, თუმცა ბრალდება დაკონკრეტებული არ არის. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ კარაზორი დანაშაულს არ აღიარებს. Daily Star-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი მეგობართან ერთად მას შემდეგ დააკავეს, რაც 18 წლის გოგომ პოლიციას განუცხადა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს. ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა, ეჭვმიტანილები კი დღეს დაიჭირეს. ატაკან კარაზორი ,,შტუტგარტში'' 2019 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში ნახევარმცველმა გერმანული გუნდის მაისურით 25 მატჩი ჩაატარა.


სხვა სტატიები