Belive

ესპანეთის სუპერთასზე ერთმანეთს ბარსელონა და რეალი შეხვდებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობას ,,ატლეტიკო'', ,,რეალი'', ,,ბარსელონა'' და ,,ბილბაო'' მიიღებენ. ,,ატლეტიკო'' ტურნირში როგორც ჩემპიონი ითამაშებს, ,,ბარსელონა'', როგორც ქვეყნის თასის მფლობელი, ,,რეალი'', როგორც ჩემპიონატის მეორეადგილოსანი, ,,ბილბაო'' კი - როგორც თასის ფინალისტი. რეგლამენტის მიხედვით, სუპერთასის ნახევარფინალში ესპანეთის ჩემპიონი თასის ფინალისტს ხვდება, თასის მფლობელი კი - ლა ლიგის მეორეადილოსანს. შესაბამისად, ,,ატლეტიკო'' ,,ბილბაოს'' დაუპირისპირდება, ,,ბარსელონა'' კი - ,,რეალს''. ესპანეთის სუპერთასის ჩატარება 2022 წლის იანვარში იგეგმება. ტურნირი ახალ, 4-გუნდიან სისტემაზე 2019 წლის თებერვალში გადავიდა.

სხვა სტატიები