Belive

ესპანეთში მატჩების ჩაწყობის საქმეზე რეალის ყოფილი ფეხბურთელები დააკავეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, რაულ ბრავო, იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც მატჩის ჩაწყობის საქმეზე ესპანეთის პოლიციამ დააკავა. ლა ლიგის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქმე ეხება 2018 წლის მაისში, ლა ლიგის ერთ-ერთი მატჩით მანიპულაციას. მისივე თქმით, ესპანური ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველაფერი სამართლიანად და სპორტული პრინციპებით მიმდინარეობდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანეთის პოლიციაც ადასტურებს: ესპანეთის პირველი და მეორე დივიზიონის ფეხბურთელები დაკავებულები არიან და მათ ბრალი მატჩის ჩაწყობაში ედებათ," აღნიშნულია განცხადებაში. დაკავებულთა შორის ასევე არიან ბორხა ფერნანდესი ("ვალიადოლიდი"), სამუ საიზი ("ხეტაფე"), ინიგო ლოპესი ("დეპორტივო"), კარლოს არანდა (ყოფილი ფეხბურთელი), აგუსტინ ლასაოსა ("უესკას" ხელმძღვანელი) და ხუან კარლოს გალინდო ლანუსა ("უესკას" სამედიცინო შტაბის უფროსი). აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის მყოფები - რაულ ბრავო, ბორხა ფერნანდესი და კარლოს არანდა მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილები არიან და 2001-2002 წლების სეზონში „სამეფო კლუბის“ მეორე გუნდში თამაშობდნენ.  

სხვა სტატიები