Belive

ესპანიოლის 8 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანიოლის მთავარი მწვრთნელი აბელარდო ფერნანდესი აცხადებს, რომ გუნდში 10 ინფიცირებულია, საიდანაც 8 ფეხბურთელია, ხოლო 2 სამწვრთნელო შტაბის წევრი.
"ესპანიოლში 10 ინფიცირებულია, აქედან 8 ფეხბურთელია, 2 კი სამწვრთნელო შტაბის წევრი. 2 დღის განმავლობაში მთელი გუნდი ერთად ვიყავით და დიდია იმის ალბათობა, რომ ინფიცირების ასეთი დიდი რაოდენობა ამის დამსახურება იყოს. პირადად მე, მას შემდეგ რაც გუნდის 10 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვერც მშობლებს ვნახულობ და ვერც 89 წლის ბებიას, იმის შიშით, რომ რაიმე არ გადავდო. ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი არ უნდა განახლდეს. ჩემი უმთავრესი სურვილი ფეხბურთის დაბრუნებაა, თუმცა ახლა ამის დრო და შანსები ვფიქრობ არ არის.  როდესაც მსოფლიოს ფეხბურთი დაუბრუნდება აუცილებლად უნდა გვქონდეს გარანტიები იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად დაცული იქნება ყველანაირი ვირუსისაგან", - აცხადებს აბელარდო ფერნანდესი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 135 032 ადამიანს მიაღწია, საიდანაც 40 437 გამოჯანმრთელდა, 13 055 ადამიანი კი დაიღუპა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები