Belive

ესპანურ მედიაში მცველის პოზიციაზე ბარსელონას მთავარი სამიზნე სახელდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,ბარსელონას'' ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ,,ნაპოლის'' მცველი, კალიდუ კულიბალი იქნება. ინფორმაციას As-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სენეგალელი ფეხბურთელის გადაბირება კატალონიური გუნდის მწვრთნელის, ხავის სურვილია. როგორც As-ი წერს, სპეციალისტს მცველში განსაკუთრებით სიჩქარე და ფიზიკური მონაცემები მოსწონს, რაც მას ორთაბრძოლების მოგებაში ეხმარება. ,,ბარსელონა'' კულიბალის აგენტს უკვე დაუკავშირდა. 30 წლის ფეხბურთელი ,,ნაპოლიში'' 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში სენეგალელის ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები