Belive

ესპანურ პრესაში ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა, კარიერა, შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს. ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ინტერესდება ,,ბარსელონა'', რომლისთვისაც სტერლინგი ზამთარში მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. გასულ ზაფხულს კატალონიელები ინგლისელის არენდით გადაყვანას ცდილობდნენ, თუმცა შემტევი ,,მანჩესტერ სიტიში'' დარჩა. სტერლინგი ,,ქალაქელების'' ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში რაჰიმმა ,,სიტის'' მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.


 

სხვა სტატიები