Belive

ესპანური AS - საქართველოს კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მიერ 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული საწყისი 3 შეხვედრა ესპანურმა გამოცემამ შეაფასა. როგორც იცით, შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ვილი სანიოლის გუნდმა 1 ქულა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველებმა გაცილებით მეტი დაიმსახურეს. იგივე აზრზეა ესპანური AS.com-ი, რომელმაც "ჯვაროსნები" ძალიან დადებითად შეაფასა.
"საქართველოს ნაკრების მიერ ჯერ ესპანეთთან, ახლა კი ბერძნებთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩი, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს. განსაკუთრებით კვარაცხელიას მომენტია გამოსარჩევი, რომელმაც რიბერის მსგავსად ითამაშა და მხოლოდ გადამწყვეტი დარტყმა არ გამოუვიდა. სატურნირო ცხრილი შესაძლოა, სხვა რამეს ამბობდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე ამაზე მისი ქულების რაოდენობა მეტყველებს," - ვკითხულობთ AS-ის სტატიაში.  

სხვა სტატიები