Belive

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ვალვერდე ბარსელონას დღეს დატოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი ესპანური გამოცემები ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონადან" წასვლას დღესვე ვარაუდობენ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" 3:0 მოგების შემდეგ, 4:0 განადგურება, ასევე ესპანეთის სამეფო თასის ფინალში "ვალენსიასთან" დამარცხება საკმარისი მიზეზია მწვრთნელის გასათავისუფლებლად. ქვეყნის ჩემპიონატის მოგება ბევრი გუნდისთვის დიდი წარმატებაა, თუმცა როდესაც საქმე "ბარსელონას" ეხება, ეს არ არის საკმარისი. ერნესტო ვალვერდეს გუნდთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ, გუნდის პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ ვალვერდეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა როგორც ჩანს, თასის ფინალის წაგებას აღარ პატიობს. ერნესტო ვალვერდე "ბარსელონაში" 2017 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში გუნდმა ორჯერ "ლა ლიგა", ხოლო თითოჯერ ესპანეთის სამეფო თასი და სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები