Belive

ესპანური გუნდი ჩაკვეტაძის შეძენით დაინტერესდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურ მედიაში დღეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. TodoFichajes-ის თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით "ვალენსია" დაინტერესდა. ესპანური გუნდი სატრანაფერო ფანჯარაზე გასაძლიერებლად ემზადება და მოქმედებებს უკვე იწყებს. "გიორგი "გენტის" ლიდერი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის მხოლოდ 20 წლისაა," - ნათქვამია სტატიაში. რიგორც ცნობილია, "ღამურები" ბელგიურ გუნდს უკვე დაუკავშირდნენ. "გენტი" ჩაკვეტაძეს 25 მილიონ ევროდ აფასებს. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ გაზაფხულზე მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ახალგაზრდა ქართველი მინდორზე ბოლოს 21 აპრილს გავიდა. "გენტის" მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ჩაკვეტაძე რამდენიმე დღეში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.  

სხვა სტატიები