Belive

ესპანური მედია: იასპერ სილესენი ვალენსიას ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიის ინფორმაციით, იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება. წამყვანი ესპანური გამოცემები წერენ, რომ 33 წლის ნიდერლანდელი მეკარე მშობლიურ კლუბში, "ნაიმეგენში" ბრუნდება და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.
"მამარდაშვილის გამო, სილესენმა პოზიციები დაკარგა, იგი ინგლისში, "ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ გუნდთან ერთად არ გაემგზავრა. რაც შეეხება "ვალენსიას", კლუბი ტრანსფერის გამო მცირე თანხას მიიღებს და ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვებს. მისი კონტრაქტი 2023 წლის ივნისში იწურება", -წერს plazadeportiva.
უდიდესი ალბათობით, "ღამურები" ახალ მეკარეს აღარ დაიმატებენ და ჯენარო გატუზო ნდობას ახალგაზრდა ქართველ მეკარეს გამოუცხადებს. 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, "ვალენსია" შემდეგ ამხანაგურ შეხვედრაში, "კასტელონს" დაუპირისპირდება. მატჩი 3 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები