Belive

ოფიციალურად: კარასკო ატლეტიკოში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ნაკრების გარემარგი, იანიკ კარასკო, მადრიდის "ატლეტიკოში" დაუბრუნდა - ინფორმაციას ესპანური Marca და AS ავრცელებენ, ასევე ეს ინფორმაცია Goal-მაც დაადასტურა. ესპანური წყაროების თანახმად, მისი დაბრუნების ინიციატორი თავად დიეგო სიმეონე გახლდათ, რომელსაც წინა ხაზის გაძლიერება სურდა.

კარასკომ, რომელმაც 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მადრიდის რეალს" გოლი გაუტანა, დაახლოებით 2 წლის წინ საკმაოდ სწრაფად პროგრესირებადი კარიერა მოულოდნელად ჩინეთში გააგრძელა. 2018 წლის თებერვალში ბელგიელი ჩინურ "დალიანში" გადავიდა და აზიაში წარმატებულად ასპარეზობის მიუხედავად, მისი ტრანსფერი წინგადადგმულ ნაბიჯად ნამდვილად ვერ შეფასდება. კარასკოს "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 124 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 23 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები