Belive

ესპანური მედია: კოუტინიო პსჟ-ს შეუთანხმდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ფელიპე კოუტინიო, დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "კამპ ნოუს" დატოვებს. Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი "პსჟ"-ს შეუთანხმდა. აღსანიშნავია, რომ კოუტინიოს პარიზულ კლუბში გადასვლა ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებასაც შეუწყობს ხელს. როგორც ცნობილია, "პსჟ"-მ კოუტინიო სწორედ ნეიმარის "ბლაუგრანაში" ტრანსფერის გამო მოითხოვა. რაც შეეხება კოუტინიოს, მისი კარიერა "ბარსელონაში" ვერაფრით აეწყო. "ლივერპულის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა/ვინგერმა ესპანეთში ურთულესი 18 თვე გაატარა, რა დროშიც 21 ბურთი გაიტანა. მედიაში ასევე იწერება, რომ ფელიპე, შესაძლოა, იურგენ კლოპის გუნდს დაუბრუნდეს.

სხვა სტატიები