Belive

ესპანური მედია: მამარდაშვილი ალავესთან მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება 

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, 20 წლის ქართველი გოლკიპერი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში ლა ლიგის მესამე ტურში, "ალავესთან" გასამართ დაპირისპირებაშიც აღმოჩნდება.

"მამარდაშვილი "გრანადაში" არ იყო ისეთი გიგანტი ქართველი, როგორიც წინასასეზონო შეკრებაზე და ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფესთან", როცა "მესტალიას" თავი შეაყვარა. "ლოს კარმენესზე" მან თავისი პირველი შეცდომები დაუშვა, თუმცა "ვალენსიამ" ამას გაუძლო, რადგან არცერთი მათგანი უხეში არ იყო. "ალავესთან თამაში ახლოვდება და მასთან ერთად დებატების ახალი სერია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა მეკარემ უნდა დაიცვას "ვალენსიას" კარის უსაფრთხოება. ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე, რომ გიორგიმ კიდევ ერთხელ უნდა ითამაშოს. ახლა მისი სკამზე დასმა სამართლიანი არ იქნება. ის იმსახურებს თამაშს და დახურავს მატჩების ციკლს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შესვენების წინ. მოგვიანებით დადგება დრო, როდესაც ბორდალსმა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ნულიდან დაიწყოს იასპერ სილესენთან ერთად პამპლონაში. თუმცა იქამდე "მამარდა" მინიმუმ კიდევ ერთი თამაშს მიიღებს. მეკარეზე საუბარს გავაგრძელებთ და ვიტყვით, რომ "ვალენსია" არ იყო სამართლიანი კრისტიან რივეროსთან მიმართებაში ამ ზაფხულს მიღებული გადაწყვეტილების დროს. ახალგაზრდა მეკარეს ორი თვის წინ ჰქონდა საინტერესო შეთავაზება იჯარით წასულიყო, მაგრამ კლუბმა ყველა მათგანი უარყო ბორდალასის დანიშვნის შემდეგ, რადგან მან ჩათვალა, რომ რივეროს მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა. ახლა ის მეოთხე მეკარედ განიხილება და მისთვის მთავარ გუნდში გახსნილი ყველა კარი დაიხურა. ნორმალურია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პირველი და მეორე დივიზიონის მეკარეებს შორის ზღვარი გაივლება. თუ სატრანსფერო ბაზარზე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს ის დარჩება და ბრძოლას გააგრძელებს. სხვა გამოსავალი არ არსებობს", - წერს ესპანური გამოცემა .superdeporte.es-ი.
ლა ლიგის პირველ ტურში, “ხეტაფესთან” მოგებულ შეხვედრაში (1:0), სწორედ “დინამო თბილისის” აღზრდილმა მეკარემ ითამაშა, საკუთარი კარის უსაფრთხოება სრულად დაიცვა, დამაჯერებლად ითამაშა, 4 ბურთის მოგერიება მოახერხა, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო გოლკიპერად, სიმბოლური გუნდის წევრად, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო დებიუტანტთა შორის და ევროპული ფეხბურთის ელიტის 21-წლამდელთა რჩეულ თერთმეტულშიც დასახელდა. მეორე ტურში "ვალენსიამ" "გრანადასთსან" ფრე (1:1) ითამაშა, მამარდაშვილმა კი მოედანზე ამჯერადაც 90 წუთი გაატარა.

სხვა სტატიები