Belive

ესპანური მედია: 'მამარდაშვილი რეალურად იმაზე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Transfermarkt-ზე"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს და წერს, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება რეალურად უფრო ძვირია, ვიდრე ის გერმანულ სატრანსფერო პორტალზე - Transfermarkt-ზე ღირს.

"ამ ვებ-გვერდის მიერ გიორგი მამარდაშვილისთვის მინიჭებული ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამ ვებ-გვერდით არ ვსარგებლობ, რადგან ეს მისი დაუფასებლობაა. თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ტოტენჰემი ბაზრის დახურვის წინა დღეს 20 მილიონი ევროს გადახდას ცდილობდა, რათა ქართველი მეკარე დაემატებინა. რეალურად, მამარდაშვილი გაცილებით ძვირი ღირს, საინტერესოა, რა ფასია ეს კონკრეტულად", - წერს Deportevalenciano.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა “ღამურების” 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაუშვა, ერთხელ კი კარის უსაფრთხოება მშრალად დაიცვა.

“ვალენსიას” 5 ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს, ხოლო შემდეგ შეხვედრას ქართველი მეკარის გუნდი ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ, 17 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები