Belive

ესპანური მედია: მბაპემ რეალთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელი ჟურნალისტი, ორიოლ დომენეკი ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კილიან მბაპემ "რეალთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. მადრიდული კლუბი 21 წლის ფრანგის შეძენით უკვე რამდენიმე წელია დაინტერესებულია, გავლენიანი ჟურნალისტის, დომენეკის თქმით კი, ტრანსფერი უახლოეს მომავალში შედგება. შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსის" ფრანგი მთავარი მწვრთნელი, ზინედიზ ზიდანი დიდი ხნის განმავლობაში მბაპეს "რეალში" ხილვის სურვილზე საჯაროდ საუბარს არ ერიდებოდა. ორიოლ დომენეკის თანახმად, მბაპე მადრიდელებს 2020 ან 2021 წელს შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდი პარიზულ კლუბში "მონაკოდან" გადავიდა. მის ანგარიშზე 112 მატჩში 82 გოლია.

სხვა სტატიები