Belive

ესპანური მედია: მესის საკითხი 24 საათში გადაწყდება!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური საფეხბურთო გამოცემები იუწყებიან, რომ ლეო მესის ყბადაღებული საკითხი უახლოესი 24 საათის განმავლობაში საბოლოოდ გადაწყდება. TyC Sports-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის მამისა და აგენტის და კატალონიური კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართოემუს შეხვედრამ კონკრეტული შედეგი გამოიღო და ის ცნობილი მალე გახდება. 90%-იანი ალბათობით, "ბლაუგრანას" მმართველი კომპრომისზე არ წავიდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "ბარსელონაში" კიდევ სულ მცირე 1 სეზონს გაატარებს, ვინაიდან მისი კონტრაქტი ძალაში 2021 წლის ზაფხულამდეა. 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კატალონიურ გრანდში 20 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, 6 ოქროს ბურთის მფლობელი 634 გატანილი გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები