Belive

ესპანური მედია | სევილია სერხიო რამოსს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამეფო კლუბის ლეგენდარული კაპიტნის - სერხიო რამოსის გარშემო სპეკულაციების ტალღაა აგორებული. 35-წლის რამოსი 30 ივნისს თავისუფალი აგენტის სტატუსს მოირგებს, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები კი ჯერ ჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს. არაერთი ევროპული ტაბლოიდი მიიჩნევს, რომ სერხიო რამოსი "პარი სენ ჟერმენისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ფრანგული და ინგლისური გრანდების ინტერესის პარალელურად, ესპანური მედია საშუალებები კიდევ ერთ კლუბს ასახელებენ. El Primero Palo-ს მტკიცებით, "სევილია" მზადაა სერხიო რამოსს განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს. წყაროს მტკიცებით, სერხიო რამოსის კვლავ საკუთარ რიგებში ხილვის სანაცვლოდ, "ანდალუსიელები" მზად არიან ლეგენდარულ მცველს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. "სევილიასთან" კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, რამოსი ყოველწლიურად €7 მილიონს მიიღებს.

სხვა სტატიები