Belive

ესპანური მედიის უახლესი ინფორმაცია გრიზმანის ტრანსფერზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურმა მედიამ ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერზე უახლესი ინფორმაცია გაავრცელა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ფრანგ ფეხბურთელს ხვალ გააოფიციალურებს. როგორც ცნობილია, გრიზმანი "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ ანტუანის "კამპ ნოუზე" გადაბარგების შესახებ შარშანაც იწერებოდა. 28 წლის თავდამსხმელმა მაშინ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, "ატლეტიკოს" ფანების გაღიზიანება გამოიწვია. გრიზმანი მადრიდელთა შემადგენლობაში 2014 წლიდან თამაშობს. 257 ჩატარებულ მატჩში ფრანგის ანგარიშზე 133 გოლი და 50 ასისტია.

სხვა სტატიები