Belive

ესპანური ფეხბურთის მარცხი - პირველად 2007 წლის შემდეგ...

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება მეოთხედფინალში დაასრულა. კიკე სეტიენის გუნდი "ბაიერნთან" 2:8 განადგურდა. შეგახსენებთ, რომ "რეალ მადრიდი" გასულ კვირას "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა, ხოლო "ატლეტიკო" ტურნირიდან "ლაიფციგმა" გამოთიშა. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არც ერთი ესპანური გუნდი არ დარჩა. ასეთი შემთხვევა ბოლოს 2007 წელს დაფიქსირდა.

სხვა სტატიები