Belive

ესპანურმა მედიამ კვარაცხელია რუსეთიდან და უკრაინიდან წამსვლელი ფეხბურთელების ათეულში შეიყვანა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა El Mundo Deportivo-მ რუსეთისა და უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დროს, ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატებიდან სავარაუდოდ წამსვლელი ფეხბურთელების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. იმ ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის, რომელსაც ევროპულ ფეხბურთში წინსვლის შესაძლებლობა აქვს, საქართველოს ნაკრების ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
ესპანური გამოცემის სიაში 21 წლის ფეხბურთელი მეშვიდე პოზიციას იკავებს, მის შესახებ კი ასეთი რამ წერია: "როგორც გარემარბად, ისე შემტევ ნახევარმცველად მას თამაში ძალიან კარგად შეუძლია. ის საქართველოს დიდი იმედი და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ტალანტია. მან საკუთარი ტალანტის ჩვენება ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მოახერხა".
კვარაცხელიას გარდა, სიაში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორიც ბრაზილეელები, დავიდ ნერეში, მალკომი, ნიდერლანდელი ქვინსი პრომესი და სხვები არიან. 2021/22 წლების სეზონში, კვარაცხელიას აქტივში ყაზანის "რუბინის" მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე პასია.  

სხვა სტატიები