Belive

ESPN - ატლეტიკო გრიზმანის დასჯას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი სპორტული მედია საშუალება ESPN-ი ანტუან გრიზმანთან დაკავშირებით, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, "ატლეტიკოს" მესვეურები ანტუან გრიზმანის დასჯას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, "ატლეტიკომ" გრიზმანის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმისწარმოება დაიწყო და იმ შემთხვევაში თუ ფრანგ ვარსკვლავს დამნაშავედ სცნობენ - მას 200.000 ევროთი დააჯარიმებენ. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკომ" წინასასეზონო ვარჯიშები უკვე დაიწყო - გრიზმანი კლუბთან ერთად არ იმყოფება. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა გრიზმანის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინარული საქმისწარმოების მიზეზი. "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის გრიზმანის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ესპანური გრანდები შეთანხმებას ვერ აღწევენ, "ბარსელონაში" გადასვლით დაიმედებული გრიზმანი კი "ატლეტიკოსთან" ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებს.

სხვა სტატიები