Belive

ესტონეთის მწვრთნელი: "ეს კომპონენტი ჩვენი შანსია და ვარჯიშზე განსაკუთრებული დრო დავუთმეთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონების გათამაშებას ესტონეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრით დაიწყებს. C დივიზიონში "ჯვაროსნების" პირველი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა პრესკონფერენცია გამართა. ჩვენი ყველა ფეხბურთელი თავს ჯანმრთელად არ გრძნობს, მაგრამ ბოლო საწვრთნელი პერიოდი ოპტიმალურად გამოვიყენეთ. "რეალურ ცხოვრებაში გამოცდილებას გარკვეულ ეპიზოდებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ვარჯიშზე რამდენიმე ახალგაზრდამ თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. არის მომენტები, როცა გამოცდილება გადამწყვეტია და ასაკოვანმა ფეხბურთელმა შესაძლოა შეცდომა არ დაუშვას, თუმცა შეცდომებზე სწავლა უკეთესია, რადგან აქ დასკვნა თავად გამოგაქვს. ახლა შევეცდებით, რომ როგორც გამოხდილი, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი გავაკეთოთ. მოედანზე იქნება როგორც საღი აზრი და რაციონალურობა, ისე ახალგაზრდული გამბედაობაც.  კორონავირუსის პანდემია ჩვენზე დიდად გავლენას არ ახდენს. გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა.  ვარჯიშზე როგორც დაცვის, ისე შეტევის კონკრეტული ნიუანსები განვიხილეთ, განსაკუთრებული აქცენტი კი სტანდარტული სიტუაციების დამუშავებაზე გავაკეთეთ, რადგან ეს ჩვენი შანსი იქნება. ქართველების სათამაშო სტილი ბელარუსებისას ჰგავს, თუმცა ყველა მეტოქეს პატივისცემა და ინდივიდუალური დაკვირვება სჭირდება. ამიტომაც, მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელები შევისწავლეთ და ყველა შესაძლო სცენარი განვიხილეთ", - თქვა კარელ ვოოლაიდმა. საქართველოს ნაკრები ესტონეთს 5 სექტემბერს, 20:00 საათზე, ტალინში, "ა ლე ქოკ არენაზე" დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები