Belive

ესტონეთის მწვრთნელი: "მეტოქისთვის ანკესის გადაგდება ვცადეთ, მაგრამ ქართველი მცველები არ მოტყუვდნენ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველი შეხვედრის დასრულების და საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ, ესტონეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა შეხვედრა შეაფასა: "პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოვიდა, რადგან ჩვენ თამაშის რიტმი ვერ ვიპოვეთ. მაქსიმუმ სამ პასს ვაბამდით და შემდეგ ბურთს ვკარგავდით. გათამაშების გაგრძელება აღარ შეგვეძლო. ბევრი უაზრო შეცდომა დავუშვით. მეორე ნახევარში მეტოქემ ბურთი დათმო და ჩვენს შეტევებს დაელოდა, მაგრამ ეს ვერ გამოვიყენეთ. იყო ეპიზოდური მომენტები, როცა მეტოქისთვის ანკესის გადაგდება გვინდოდა, მაგრამ არცერთი ქართველი მცველი მარტო არ დარჩენილა", - თქვა ვოოლაიდმა. საქართველომ პირველ ტურში მეტოქე ნიკა კაჭარავას მიერ 21-ე წუთზე გატანილი გოლით - 0:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები