Belive

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს უკეთესი თავდამსხმელი სჭირდება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრაში, "დინამო არენაზე", საქართველოსთან ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვულაიდმა კომენტარი გააკეთა. "საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და დღეს ისინი თამაშის მსვლელობას აკონტროლებდნენ. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ ძლიერი თავდამსხმელი სჭირდება. უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად არსებული რესურსი არ გვეყო, თუმცა ბევრი ვიბრძოლეთ და დაცვაში სწორი თამაშით ფრეს მივაღწიეთ.  ამ მომენტში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ფეხბურთელს ახალგაზრდული ასაკიდან ვიცნობ და მათ ასაკობრივ ნაკრებებში ჩემთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, არ ვიცი რა იქნება მომავალში და როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, რადგან, ჩემი კონტრაქტი ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ამოიწურა", - თქვა ვოლაიდმა. ესტონეთის ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა და ჯგუფში ბოლო, მეოთხე პოზიცია დაიკავა, რის მერეც D დივიზიონში დაქვეითდა.

სხვა სტატიები