Belive

ეტო'ო: ,,ანრი ანელკას დონეზე არ ყოფილა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო'ომ, ერთმანეთს ორი ფრანგი თავდამსხმელი - ტიერი ანრი და ნიკოლა ანელკა შეადარა:

,,ვფიქრობ, ტიერი ანრი ანელკას დონეზე არ ყოფილა. ტიტი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მე სხვა მოთამაშეები მერჩივნა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დონის არ იყო,'' - ეტო'ოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ეტო’ომ საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ,,რეალში”, ,,ლეგანესში”, ,,მალიორკაში”, ,,ბარსელონაში”, ,,ინტერში”, ,,ანჟიში”, ,,ჩელსიში”, ,,ევერტონში”, ,,ანტალიასპორში”, ,,ქონიასპორსა” და ,,ყატარში” თამაშობდა.

კამერუნელი ,,ბარსელონასთან'' და ,,ინტერთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულია.


სხვა სტატიები