Belive

ეტო'ო: "ბარსელონა თუ ინტერი? მალიორკა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019 წელს პროფესიონალური კარიერა ფეხბურთის რამდენიმე ლეგენდამ დაასრულა, მათ შორის კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ, რომელმაც უკან შესანიშნავი წლები მოიტოვა. მან ჩემპიონთა ლიგის მოგება სამი სხვადსხვა გუნდის მაისურით მოახერხა. "ბარსელონაში" მადრიდის "რეალსა" და მილანის "ინტერში" არაერთი ტიტულოვანი სეზონის შემდეგ, 38 წლის ვეტერანი თამამად აცხადებს, რომ საუკეთესო პერიოდი "მალიორკაში" გაატარა. "ბარსელონა" იყო ის ადგილი, რომლმაც მომცა შესაძლებლობა მილიონობით აფრიკელი ბავშვი ოცნებების ახდენის რეალურობაში დაერწმუნებინა. "ინტერში" მე შევძელი და ზედიზედ ორ სეზონში ტრიპლეტი მოვიგე. ისე, უმჯობესია თუ იტალიაში არ წახვალთ, რადგან აქ ადამიანები კანის ფერის გამო გიძულებენ. მე კარგად ვისწავლე, თუ როგორ არ ვუსმინო მათ. რაც შეეხება საუკეთესო პერიოდს, ასეთი არც "ბლაუგრანაში" მქონია და არც "ნერაძურიში", ამ ორ გუნდში თავს თანაბრად ვგრძნობდი, ყველაზე კარგად კი "მალიორკა" მაგონდება",-თქვა სამუელ ეტო'ომ.

სხვა სტატიები