Belive

ეტო'ო, ვილიანი, რობერტო კარლოსი | რუსული კლუბის საოცარი ისტორია

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
გახსოვთ მაჰაჩკალის "ანჟი"? დარწმუნებული ვარ, უამრავ თქვენგანს ძალიან კარგად ახსოვს ის სიგიჟე, რაც რუსულ კლუბში 2011-13 წლებში ხდებოდა. 2011 წლის იანვარში, რუსმა მილიარდერმა სულეიმან კერიმოვმა, რომლის ქონებაც $9.8 მილიარდად იყო შეფასებული მშობლიური ქალაქის საფეხბურთო გუნდის აღორძინება გადაწყვიტა. კერიმოვის ამბიციებს საზღვარი არ ჰქონდა. მილიარდერმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს მის კლუბში ეასპარეზათ. 2011-13 წლებში, კერიმოვის "ანჟიმ" 16 გახმაურებული ტრანსფერი განახორციელა. კლუბისათვის დახარჯული მილიონებისა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუუს ჰიდინკის დანიშვნის მიუხედავად, "ანჟიმ" რუსეთის პრემიერ ლიგაში მხოლოდ მესამე ადგილის დაკავება შეძლო. მესამეადგილოსანმა "ანჟიმ" ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, სადაც "ლივერპულის" დამარცხება შეძლო. 2013 წლის ზაფხულში, კერიმოვის კომპანიამ  კოლოსალური ზარალი განიცადა და "ანჟისათვის" მოვლენები კატასტროფული სცენარით განვითარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კერიმოვმა 2013 წელს  £5.5 მილიარდი იზარალა. 2013/14 წლების სეზონში "ანჟიმ" ბოლო ადგილი დაიკავა და რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა - დღეისათვის კლუბი რუსეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს. გავიხსენოთ, ტოპ ტრანსფერები, რომლებიც "ანჟიმ" განახორციელა. 1. რობერტო კარლოსი (თავისუფალი აგენტი) ბრაზილიელ ვარსკვლავს კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა კერიმოვმა საკმაოდ მაცდური წინადადება შესთავაზა. "ანჟიში" გატარებული ორი სეზონის სანაცვლოდ, კარლოსმა 10 მილიონი ევრო მიიღო და დაბადების დღის საჩუქრად Bugatti Veyron-ი გადაეცა. 2. ვილიანი (£31.5 მილიონი) ვილიანმა "ანჟის" მაისური მხოლოდ და მხოლოდ 11 შეხვედრაში მოირგო, რის შემდეგაც იგივე თანხის სანაცვლოდ "ჩელსის" შეუერთდა. 3. სამუელ ეტო'ო (£24.3 მილიონი) "ანჟიში" გადასვლის შემდეგ, ეტო'ო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მისი წლიური ანაზღაურება 20 მილიონ ევროს შეადგენდა. ეტო'ო ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა, ემსახურებოდა დაცვა და "ანჟის" თამაშებზე, კერძო თვითმფრინანით მგზავრობდა. გასაოცარ პირობებში მყოფმა ეტო'ომ "ანჟის" მაისურით ჩატარებულ 73 შეხვედრაში 26 გოლის გატანა შეძლო. 4. ალეკსანდრ კოკორინი (£17.1 მილიონი) კოკორინს "ანჟის" მაისურით 1 მატჩშიც კი არ მიუღია მონაწილეობა, რის შემდეგაც "დინამო მოსკოვს" შეუერთდა. ამ წუთისათვის კოკორინი "ფიორენტინას" საკუთრებაა. 5. ლასინა ტრაორე ( £12.6 მილიონი) ტრაორემ "ანჟის" მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 18 გოლის გატანა შეძლო. 6. იგორ დენისოვი (£13.5 მილიონი) "ანჟის" მაისურით ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ, დენისოვი "დინამო მოსკოვს" შეუერთდა. 7. იური ჟირკოვი (£13.5 მილიონი) "ჩელსიდან" "ანჟიში" გადასულმა ჟირკოვმა დაღესტნელების მაისური 63 შეხვედრაში მოირგო, რის შემდეგაც "დინამო მოსკოვს" შეუერთდა. 8. ბალაშ ჯუჩაკი (£12.6) ტრავმიანობის გამო უნგრელმა ფეხბურთელმა "ანჟის" რიგებში ასპარეზობა ვერ შეძლო. გამოიცანით სად გაგრძელდა მისი კარიერა? ჯუჩაკი "დინამო მოსკოვს" შეუერთდა.
Untitled

9. კრის სამბა (£12.6 მილიონი) სამბას ტრანსფერი "ანჟიში" არსებულ სიგიჟეს იდეალურად ასახავს. 2012 წელს, "ბლექბერნიდან" ნაყიდი მცველი, იმავე წელს "ქპრ"-ში გაასხვისეს. 10. კრის სამბა (£10.44 მილიონი) 6 თვის შემდეგ, "ანჟიმ" სამბა კვლავ გამოისყიდა. ეს არ არის "ანჟის" მიერ განხორციელებული გახმაურებული ტრანსფერების სრული ჩამონათვალი. რუსული კლუბის რიგებში ჟუსილეი, მუბარაკ ბუსუფა, მეჰდი კარლეკა-გონსალესი, ევერტონი, ლასანა დიარა და დიეგო ტარდელიც ასპარეზობდნენ. ამ უკანასკნელმა "ანჟის" მაისურით გოლის გატანა ვერ შეძლო.

სხვა სტატიები