Belive

EURO 2020-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ვაქცინაცია ჩაუტარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყაროში 11 ივნისიდან სრული ზეიმი, ვინაიდან ევროპის ჩემპიონატი - EURO 2020 იწყება. ევროპულ ასპარეზამდე რამდენიმე დღით ადრე ესპანეთის ნაკრები რთულ მდგომარეობაშია: სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი დაუდგინდა და შედეგად, მთელი გუნდი იზოლაციაშია გადაყვანილი. აღნიშნულის გამო "ფურია როხამ" ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩი აღარ გამართა. ესპანური მედიის ცნობით, “ფურია როხას” 24-კაციან გუნდში ტესტირება ყველა ფეხბურთელმა გაიარა, თუმცა დადებითი პასუხი მხოლოდ ბუსკეტსს მოუვიდა, რომლის შემდეგაც კოვიდინფიცირებულთა რიგებს დიეგო ლორენტეც შეუერთდა. აღნიშნულიდან გამომდინარე პრევენციული ღონისძიების მიზნით ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს ვაქცინაცია ჩაუტარდა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრები პირველ შეხვედრას თბილისის დროით 14 ივნისს, 23:00 საათზე, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები