Belive

EURO 2020-ის ნახევარფინალებს და ფინალს 65,000 გულშემატკივარი დაესწრება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
EURO 2020-ის ნახევარფინალური დაპირისპირებები და ფინალური მატჩი "უემბლიზე" გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარფინალურ მატჩებსა და ფინალს 65.000 გულშემატკივარი დაესწრება. The Times-ის მტკიცებით, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, ბრიტანეთის ხელისუფლება მზადაა უმნიშვნელოვანეს მატჩებზე გამონაკლისი დაუშვას და 65,000 ფანს დასწრების უფლება მისცეს. აღსანიშნავია, რომ "უემბლის" ტევადობა გაცილებით უფრო მეტია (90,000) თუმცა 100%-იანი დასწრების ნაცვლად, სტადიონი მხოლოდ 2/3-ით შეივსება. ისევე, როგორც წინა შემთხვევებში - ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ ცნობა, რომ არიან კოვიდ-ვაქცინირებული. ფანებს ასევე შესაძლებლობა აქვთ მატჩის დაწყებამდე 48 საათით ადრე გაკეთებული კოვიდ-ტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინონ.

სხვა სტატიები