Belive

ევერ ბანეგა არსენალში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალს" "სევილიას" ნახევარმცველის, ევერ ბანეგას შეძენა უნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონელთა ერთ-ერთი ლიდერი, აარონ რემსი გუნდის დატოვებას აპირებს და მეთოფეებმა შევსება სწორედ ბანეგასგან უნდა მიიღონ. "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის თქმით არგენტინელი ფეხბურთელი ლონდონურ გუნდს კარგად შეეწყობა და მისი თამაშის სტილი მოუხდება. ევერ ბანეგას უნაი ემერის მომზადებულ გუნდში უთამაშია. 2014-16 წლებში ისინი "სევილიას" ღირსებას იცავდნენ. ესპანელ სპეციალისტს სურს, რომ ბანეგამ "არსენალში" გუნდის ლიდერობა იტვირთოს.

სხვა სტატიები