Belive

ევერტონი £500-მილიონიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის საბჭომ "ევერტონის" £500-მილიონიანი ბრედლი-მურის სტადიონის მშენებლობის ნებართვა გასცა - ცნობილია, რომ სტადიონის მშენებლობის დაწყებამდე, პროექტი 3 კვირაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს. "ვერტონის" ამჟამინდელი სტადიონი, "გუდისონ პარკი" 39,414 ადამიანს იტევს, ახალ სტადიონზე კი 52,888 ადამიანი განთავსდება (ასევე არსებობს იმის პოტენციალი, რომ სტადიონმა სამომავლო რეკონსტრუქციის შედეგად, 62,000 ადამიანს უმასპინძლოს). მშენებლობა სავარაუდოდ 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2024/25 წლების სეზონის სტარტისთვის, დასრულებული იქნება. "ევერტონის" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი სტადიონის მშენებლობის პროცესში, ადგილობრივი ეკონომიკა £1.3 მილიარდით გაიზრდება და 15,000 ადამიანი დასაქმდება.

იხილეთ ვიდეო - როგორი იქნება ევერტონის ახალი სტადიონი

სხვა სტატიები