Belive

ევერტონი ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელით დაინტერესდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური "ევერტონი" "ბარსელონას" თავდამსხმელით ინტერესდება. მალკომი ესპანულ გრანდში გასულ ზაფხულს გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელის შეძენა "ევერტონს" გასულ წელსაც სურდა, მაშინ როდესაც ბრაზილიელი "ბორდოს" ღირსებას იცავდა. მალკომი "ბარსელონაში" ბედნიერი ვერ არის, რადგან სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი შემტევით "ევერტონის" გარდა ჩინური "გუანჟოუ ევერგრანდი" არის დაინტერესებული. ჩინელებმა "ბარსელონას" 50 მილიონი ევრო შესთავაზეს. მალკომს მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 9 თამაში აქვს ჩატარებული და 2 ბურთი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები