Belive

ევერტონი Vs. ლივერპული (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "უოტფორდი" Vs. "ლესტერი" "ფულჰემი" Vs. "ჩელსი" "ევერტონი" Vs. "ლივერპული" Live.Ge წარმოგიდგენთ თითოეული მატჩის დეტალურ პრევიუს: პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში "ევერტონი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. მერსისაიდული დერბი უდიდესი ინტრიგითაა განმსჭვალული - "ლივერპული" საჩემპიონო სეზონს ატარებს და დარჩენილ ტურებში ქულების დაკარგვა შესაძლოა ნანატრი ტიტულის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. "ლივერპულისაგან" განსხვავებით, "ევერტონი" მიმდინარე სეზონში ნაკლებად ამბიციურია. მარკო და სილვას გაწვრთნილი გუნდი მე-9 პოზიციაზე იმყოფება და ევროტურნირებზე გამსვლელ ექვსეულს საკმაოდ ჩამორჩება. სატურნირო ცხრილში არსებული სოლიდური სხვაობის მიუხედავად, მერსისაიდული დერბი ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულის ბედს მხოლოდ ერთი გოლი წყვეტს. ორ გუნდს შორის, პრემიერლიგის ეგიდით გამართული ურთიერთშეხვედრები "ლივერპულის" სასარგებლოდ მეტყველებს. დღემდე, პრემიერლიგის ეგიდით გამართულ 53 შეხვედრაში "ლივერპულს" 23 გამარჯვება ერგო, 21 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო "ევერტონს" მხოლოდ 9 გამარჯვება ერგო.

საინტერესო ფაქტები მატჩის წინ:

  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში სადიო მანემ ორ მატჩში შეძლო ანგარიშის გახსნა.
  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში "ლივერპულის" ფეხბურთელებმა ოთხჯერ გახსნეს ანგარიში, 1 შეხვედრა კი ფრედ 0:0 დასრულდა. 
  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით "გუდისონ პარკზე" გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 9 გოლი გავიდა (4:5)
  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით "გუდისონ პარკზე" გამართული უკანასკნელი 10 დაპირისპირებიდან - 4 "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა, 5 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო "ევერტონმა" მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.
  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით "გუდისონ პარკზე" გამართულ შეხვედრაში "ევერტონმა" უკანასკნელად 2010 წლის 17 ოქტომბერს გაიმარჯვა. 

სხვა სტატიები