Belive

ბეინსმა და დევისმა უსახლკარო ადამიანებს სასმელი აჩუქეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ევერტონის" მოქმედმა ფეხბურთელმა ტომ დევისმა და ყოფილმა კაპიტანმა ლეიტონ ბეინსმა ქუჩაში შემთხვევით შემხვედრ უსახლკარო ადამიანებს სასმელი უყიდეს. ეს ყველაფერი კი "ლივერპულის" დამარცხებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში მოხდა. როგორც იცით, პრემიერლიგის გასულ ტურში "ევერტონმა" სტუმრად კლოპის გუნდი 0:2 დაამარცხა და "ენფილდზე" 1999 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. სწორედ ბეინსმა აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა. Twitter-ის ერთ-ერთ მომხმარებელს კი ორივე ფეხბურთელი სწორედ ქუჩაში შეხვდა. ის წერს, რომ ბეინსმა და დევისმა ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს სასმელი აჩუქეს.

სხვა სტატიები