Belive

ევერტონის ფეხბურთელი დაინფიცირდა - კანფეტებმა კარანტინი გამოაცხადეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონი" სრული შემადგენლობით, მათ შორის სამწვრთნელო შტაბით კარანტინში გადავიდა. თვითიზოლაციის გადაწყვეტილება "კანფეტების" ხელმძღვანელობამ მას მერე მიიღო, რაც მთავარი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, რომლის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაც კლუბმა არ ისურვა. "ვადასტურებთ, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის დაინფიცირების გამო, მთელი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი სამედიცინო რჩევებს ითვალისწინებს და თვითიზოლაციაში გადადის. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ დაინფიცირებულ ფეხბურთელთან და უსაფრთხოების ყველა ზომის მიღებაში ვეხმარებით. ჩვენი კლუბის პრიორიტეტი ფეხბურთელების, პერსონალის და გულშემატკივრის ჯანმრთელობაა, ამიტომაც უსაფრთხოების დადგებილ ზომებს ვემორჩილებით",-წერია "ლურჯების" ოფიციალურ განცხადებაში.

სხვა სტატიები