Belive

ევერტონის ფეხბურთელი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  არასრულწლოვანთან მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით "ევერტონის" ფეხბურთელია დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით, სიგურდსონი არარულწლოვან გოგონებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერა ჰქონდა. პარასკევს, ისლანდიელი ფეხბურთელი პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.
"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გამოძიების დასრულებამდე პირველი გუნდის ფეხბურთელთან თანამშრომლობა შეჩერებულია. კლუბი შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, ამ დროისთვის კი მეტ განცხადებას არ გავაკეთებთ", ვკითხულობთ "ევერტონის" განცხადებაში.
მანჩესტერის პოლიციის თანახმად, 31 წლის მამაკაცი გასულ პარასკევს, 16 ივლისს, დააკავეს. ამ ინფორმაციით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეჭვმიტანილი გილფი სიგურდსონია. ისლანდიელის გარდა, 31 წლის ფეხბურთელი "ევერტონში" არ ირიცხება.

სხვა სტატიები