Belive

ევერტონის ფეხბურთელმა გომეშის ტრავმის ეპიზოდი გაიხსენა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, პრემიერლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში "ევერტონის" ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა ფეხი მოიტეხა. მერსესაიდელთა ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სონმა წააქცია, რის შემდეგაც საშინელი ტრავმა მიიღო. თურქმა ფორვარდმა, ჯენკ ტოსუნმა, რომელმაც მატჩის ბოლო წუთზე "ევერტონს" ქულა გადაურჩინა, თანაგუნდელის ამ უმძიმესი ტრავმის შემდგომ, მოედანზე არსებულ სიტუაციას იხსენებს. "გუნდში ყველა ძალიან დამწუხრებულია. ზოგიერთმა ფეხბურთელმა კინაღამ იტირა. ანდრე შოკში იყო... ის ტიროდა და ყვიროდა. გომეშის თვალები მაშინ ყველაფერს ამბობდნენ. მასთან ახლოს მივედი და შევეცადე,  დავლაპარაკებოდი. ვუთხარი, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ჩვენ ანდრეს ვერასდროს გავუგებთ. ის ხომ ერთადერთია, ვინც ეს საშინელება გამოსცადა," - თქვა ტოსუნმა.  

სხვა სტატიები