Belive

ევერტონმა 30 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტის "იუვენტუსის" ნახევარმცველის შეძენა სურს. საქმე ემრე ჯანს ეხება. ცნობილია ისიც, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელს ტურინში ყოფნა აღარ უნდა და ღიად აცხადებს, რომ თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. ამავდროულად "ევერტონს" ნახევარდაცვაში გარკვეული პრობლემები აქვს და გაძლიერებას აქტიურად ცდილობენ. თავად ანჩელოტის ჯერ კიდევ "ნაპოლიში" მუშაობის დროს სურდა ემრეს შეძენა, თუმცა მაშინ ტრანსფერის განხორციელება არ მოხერხდა. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ევერტონმა" ტურინელებს 30 მილიონიანი წინადადებით მიმართა. ტურინელებს ხსენებული თანხა ეცოტავებათ, რადგან სწორედ 30 მილიონად შეიძინეს ჯანი ლივერპულიდან. ახლა კი რა თქმა უნდა იტალიელებს ამ ტრანსფერიდან სურთ, რომ გარკვუელი მოგება ნახონ. არის კიდევ ერთი გარემოება, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. ემრე ჯანს ხელფასის სახით კვირაში 100 000 ევრო აქვს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მისი წასვლით ტურინელებს სახელფასო სისტემაში საკმაოდ დიდი ადგილი გამოუჩნდებათ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები