ევერტონმა რიჩარლისონზე ბარსელონას მიერ 100 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა

კატალონიის “ბარსელონამ” ბრაზილიელ 22 წლის ფორვარდზე – რიჩარილსონზე 100 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა “ევერტონმა” ტრანსფერი დაბლოკა.

SkySports-ის ცნობით, კატალონიელები ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ, რომელიც ტრამის გამო 4 თვეს გამოტოვებს.

როგორც ცნობილი ხდება, რიჩარილსონი “ბარსელონას” სპორტული დირექტორის – ერიკ აბიდალის მთავარი სამიზნე უკვე დიდიხანი არის.

რიჩარილსონი “ევერტონში” 2018 წელს ჩაირიცხა, სადაც 66 თამაშში 24 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

(406)

ევერტონმა რიჩარლისონზე ბარსელონას მიერ 100 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა

სტატიის ავტორი
-