Belive

ევერტონმა სიტის ფეხბურთელი დაიმატა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მერსისაიდულმა "ევერტონმა" "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი შეიძინა. ფაბიან დელფი მომავალ სეზონში "ევერტონის" ღირსებას დაიცავს. ინგლისელ ფეხბურთელში ლივერპულელებმა 8 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ამპლუით მარცხენა მცველმა "სიტის" შემადგენლობაში ოთხი სეზონი გაატარა და 89 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თავის გამოჩენა 5-ჯერ მოახერხა. "მანჩესტერ სიტიმდე" ის "ასტონ ვილასა" და "ლიდსის" ღირსებას იცავდა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დელფი 2014 წლიდან თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.  

სხვა სტატიები