Belive

„ევერტონს“ ერთდროულად კიდევ 4 ფეხბურთელი დაემტვრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური „ევერტონის“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გუნდს ერთდროულად 4 ფეხბურთელი დაემტვრა. ცენტრალურ მცველს, ფილ იაგიელკას მუხლის ტრავმის გამო 3 კვირით უქმობა მოუწევს, ბერნარდმა ვარჯიშზე კი კუნთი დაიზიანა. „ბორნმუთთან“ მატჩში იდრის გუიემ მუხლის ტრავმა მიიღო, ნიგერიელ ადემოლა ლუკმანს კი ტერფი აქვს დაზიანებული. აღსანიშნავია ისიც, რომ „ევერტონის“ ლაზარეთში „ბარსელონადან“ ახლადგადმოსული ანდრე გომეში და მაიკლ კინიც იმყოფებიან. ცნობილია, რომ პორტუგალიელი მინიმუმ 3 კვირას იუქმებს. ტრავმირებული ფეხბურთელების მიუხედავად, „ევერტონს“ პრემიერლიგაში არცერთი წაგება არ აქვს - „კანფეტებმა“ ერთ მატჩში გაიმარჯვეს და 2 ფრე ითამაშეს და შედეგად, გუნდი მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს "ევერტონი" აუტსაიდერ "ჰადერსფილდთან" გამართავს.

სხვა სტატიები