Belive

ევგენი კონოპლიანკა: "ჩემი შვილების თავზე ჭურვები დაფრინავენ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ევგენი კონოპლიანკამ, რომელიც კარიერის განმავლობაში "სევილიას", "შალკესა" და დონეცკის "შახტარის" მაისურს ირგებდა, მის სამშობლოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"ყველაზე საშინელი მოვლენები რეალური ხდება. ქვეყენა, რომელშიც დავიბადე, შევქმენი ოჯახი და გადავდგი პირველი საფეხბურთო ნაბიჯები, რომლის გერბიც ვირუსს ებრძვის. გული მტკივა იმ ადამიანების გამო, რომლებიც ომმა საკუთარ ოჯახებს წაართვა. ჭურვები ჩემი შვილების თავზე დაფრინავს. მე მათ გამო ვვარჯიშობდი და ვგეგმავდი ჩვენს მომავალს უკრაინაში, უკრაინაში, რუსეთის გარეშე. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ცივილიზაციას, მხარი დაუჭირონ უკრაინის სახელმწიფოს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. სიმართლე ჩვენთანაა, ღმერთი ჩვენთანაა და შეუჩერებელი უკრაინული სული. მე ჩვენს ურყევ მეომრებს ქედს ვუხრი, რომლებიც უკრაინას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ. კარგი ქალები და კაცები, მოხალისეები, რომლებიც გულსა და სულს დებენ რუსი ოკუპანტების მოსაგერიებლად. დიდება უკრაინას!", - წერს პოლონური "კრაკოვიას" ახალწვეული Instagram-ში.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სხვა სტატიები