Belive

ევრა ფეხბურთს თავს ვერ ანებებს - მანჩესტერის ვარსკვლავი უჩვეულო ამპლუაში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა - პატრის ევრამ ფეხბურთთან განშორება ვერ შეძლო. ევრას პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად, 2019 წელს დასრულდა - თუმცა ფრანგმა ვარსკვლავმა ინგლისის რანგით მე-11 დივიზიონში მოასპარეზე კლუბის მაისური მოირგო და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა. კარიერის განმავლობაში ევრა მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა - ასაკის მატებასთან ერთად, ევრას ფლანგის სრული კონტროლი გაუჭირდა და ამჯერად მარცხენა ვინგერის როლი მოირგო. "ბრენტჰემის" შემადგენლობაში 39 წლის ევრამ 11-ნომრიანი მაისური მოირგო და საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, ევრას გარჯის მიუხედავად, "ბრენტჰემი" 2:3 დამარცხდა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, ევრამ "ბრენტჰემის" ფეხბურთელებს მათ გვერდით თამაშის შესაძლებლობის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა. ევრამ რაიანგ გიგზსაც მიმართა: "გიგზი, არ ინერვიულო - შენი ნომერი შეძლებისდაგვარად დავაფასე." ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ვარსკვლავის გვერდით ასპარეზობამ, "ბრენტჰემის" ფეხბურთელები აღაფრთოვანა.

სხვა სტატიები