Belive

ევრო 2020-ის ბილეთების ფასი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ოფიციალური პრესსამსახურის თანახმად, ევრო 2020-ის ბილეთების მინიმალური ღირებულება 30 ევრო იქნება. როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2020-ს ევროპის 12 ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს, მატჩზე დასასწრები ბილეთები კი ორ კლასტერად იქნება დაყოფილი:
  • კლასტერი A: ამსტერდამი, ბილბაო, კოპენჰაგენი, დუბლინი, გლაზგო, ლონდონი, მიუნხენი, რომი და სანქტ-პეტერბურგი (ბილეთის მინიმალური ფასი - €50).
  • კლასტერი B: ბაქო, ბუქარესტი და ბუდაპეშტი (ბილეთის მინიმალური ფასი - €30).
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურნირის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 3 მილიონი ბილეთი გაიყიდება. გაყიდვაში იქნება ორი ტიპის ბილეთი:
  • ინდივიდუალური - სტადიონზე შესასვლელად და 1 მატჩის დასასწრებად განკუთვნილი ბილეთი
  • Follow My Team ("მივყვები ჩემს გუნდს") - ამ ტიპის ბილეთის შეძენისას, გულშემატკივარს საყვარელი ნაკრების გულშემატკივრობა სხვადასხვა ქალაქებში არსებულ სტადიონებზე შეეძლება. მაგალითად, გულშემატკივარი თამაშს დაესწრება მიუნხენში, გაემგზავრება ბუდაპეშტში და იქაც იმავე ბილეთით შევა სტადიონზე.
პირველ ეტაპზე ნახევარი მილიონი ბილეთი გაიყიდება (2019 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისამდე). მეორე ეტაპი კი 2019 წლის დეკემბერში დაიწყება, სადაც დამატებით 1 მილიონი ბილეთის რეალიზაცია მოხდება.

სხვა სტატიები