ევრო 2020-ის ჯგუფები ცნობილია – საქართველოს პოტენციური მეტოქეები

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კონტინენტის 20 საუკეთესო ქვეყანა A, B, C, D, E და F ჯგუფებში გადანაწილდა. მათ ერთა ლიგის 4 გამარჯვებული დაემატებათ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს 12 ქვეყანა უმასპინძლებს: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, ჰოლანდია, იტალია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი.

კენჭისყრის შედეგები ასეთია: 

A ჯგუფი (ბაქო და რომი): იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი

B ჯგუფი (სანქტ-პეტერბურგი და კოპენჰაგენი): დანია, ბელგია, რუსეთი, ფინეთი

C ჯგუფი (ამსტერდამი და ბუქარესტი): უკრაინა, ჰოლანდია, ავსტრია და ერთა ლიგის D ჯგუფის გამარჯვებული (საქართველო, კოსოვო, ბელარუსი მაკედონია)

D ჯგუფი (ლონდონი და გლაზგო): ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი და ერთა ლიგის C ჯგუფის გამარჯვებული

E ჯგუფი (ბილბაო და დუბლინი): ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, ერთა ლიგის B ჯგუფის გამარჯვებული

F ჯგუფი (მიუნხენი და ბუდაპეშტი): პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი და ერთა ლიგის A ჯგუფის გამარჯვებული

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდება. ტურნირის მოგების შემთხვევაში “ჯვაროსნები” სწორედ C ჯგუფში, ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ერთად ითამაშებენ.

რიგით მე-16 ევროპის ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს, რომში აიღებს და 14 ივლისამდე გაგრძელდება. გახსნითი მატჩი იტალიასა და თურქეთს შორის გაიმართება.

 

(1091)

ევრო 2020-ის ჯგუფები ცნობილია – საქართველოს პოტენციური მეტოქეები

სტატიის ავტორი
-