Belive

ევრო 2020-ის ოფიციალური გვერდი კვარაცხელიას გოლს ეხმაურება (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. 19 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაშით უკვე ევროპაშიც აღფრთოვანდნენ. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს მატჩიდან კვარაცხელიას გოლი გაიხსენა. გამოქვეყნებულ ვიდეოს საინტერესო სათაური აქვს: "ვინ არის თქვენი ქვეყნის საუკეთესო ტალანტი"?
კვარაცხელიას გოლს ევრო 2020-ის ოფიციალურ გვერდზე უკვე 52 000 ნახვა აქვს.  

სხვა სტატიები