ევრო 2020-ის შემდეგ, ერიქსენი დანიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს

კრისტიან ერიქსენის დრამატულ ისტორიაში შესანიშნავი სიახლეა: ევრო 2020-ზე გულის გაჩერების, გადარჩენის, სპორტიდან დროებით წასვლის, რეაბილიტაციის, შემდეგ “ბრენტფორდში” ჩარიცხვისა და მოედანზე გასვლის შემდეგ, დანიელი ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახეს.

30 წლის ფლეიმეიქერი, რომელსაც ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული, დანიის ნაკრებში კვლავ ითამაშებს და მორიგ, ამჯერად უკვე სანაკრებო გამოწვევას მიიღებს.

უკანასკნელად, “ტოტენჰემისა” და “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ნაკრების მაისურით 2021 წლის 12 ივნისს, ფინეთის წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა მოულოდნელად, მატჩის მიმდინარეობისას, მას გული გაუჩერდა.


ევრო 2020-ის შემდეგ, ერიქსენი დანიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს 1

ერიქსენის დაცემისა და მოედანზე ექიმების გამოჩენის შემდეგ, დანიელმა ფეხბურთელებმა მას წრე იმ მიზნით შემოარტყეს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი თანაგუნდელის ფოტოები მთელ მსოფლიოში არ გავრცელებულიყო


მომდევნო მატჩებს დანიის ნაკრები ნიდერლანდებისა და სერბეთის წინააღმდეგ, 26 და 29 მარტს გამართავს. სავარაუდოდ, ერიქსენის მოედანზე დაბრუნება, სწორედ აღნიშნული ამხანაგური მატჩების დროს შედგება.

ევრო 2020-ის შემდეგ, ერიქსენი დანიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს

სტატიის ავტორი
-