Belive

ევრო 2020-ზე მუსლიმ ფეხბურთელებს ალკოჰოლს აღარ დაუდგამენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატზე მუსლიმ ფეხბურთელებს პრესკონფერენციაზე წინ ალკოჰოლურ სასმელს აღარ დაუდგამენ. ტურნირის ორგანიზატორებმა ლუდის კომპანიასთან და სპონსორთან "ჰეინეკენთან" შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევრო 2020-ზე ერთი უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ მიიღეს. პოლ პოგბამ, რომელიც მუსლიმია, პრესკონფერენციიდან ლუდის ბოთლი გადადგა. თავდაპირველად, UEFA გეგმავდა, რომ ბოთლების გადაადგილების გამო ფეხბურთელები დაეჯარიმებინა. შეგახსენებთ, რომ იგივე გააკეთა კრიშტიანუ რონალდუმაც,  რომელმაც ხალხს მოუწოდა, რომ კოკა-კოლა არ მიირთვან.  

სხვა სტატიები