Belive

ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ფუტსალის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქეები მოახლოებულ ტურნირზე. ჩვენი ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში, ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ფუტსალის გუნდებთან ერთად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. მესამე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთის, საფრანგეთისა და სომხეთის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საკმარისი გამოდგა. ფუტსალის ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს. ტურნირი 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

სხვა სტატიები